რონა-ალპები
რონა-ალპები (ფრანგ. Rhône-Alpes) — რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ალპების დასავლეთ ნაწილში, კვეთს მდინარე რონა. შედგება 8 დეპარტამენტისაგან: ენი, არდეში, დრომი, ზემო სავოია, იზერი, ლუარა, რონა, სავოია.
- ფართობი — 43,7 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა — 5,3 მლნ.
- ქალაქები: ლიონი, გრენობლი, შამბერი, ანესი, სენტ-ეტიენი, ვალანსი.

რონა-ალპები ეკონომიურად ერთ-ერთი ძლიერი რეგიონია. აქ არის მეღვინეობის ცნობილი ცენტრები შენა, ფლერი და ბუჟელე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rhône-Alpes page on france.fr დაარქივებული 2013-03-18 საიტზე Wayback Machine. - official French website (in English)
- Rhône-Alpes Tourisme დაარქივებული 2010-11-30 საიტზე Wayback Machine. - travel website