როსტისლავ ზახაროვი
როსტისლავ ზახაროვი (რუს. Захаров, Ростислав Владимирович; დ. 25 აგვისტო 1907, ასტრახანი – გ. 15 იანვარი, 1984) — რუსი საბჭოთა ბალეტმაისტერი და რეჟისორი, ყაზახეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1958), სსრკ სახალხო არტისტი (1969), ხელოვნებათ მცოდნეობის დოქტორი (1970)
როსტისლავ ზახაროვი |
---|
ბიოგრაფია
რედაქტირება1926 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1932 წელს კი ლენინგრადის თეატრის ტექნიკუმის სარეჟისორო განყოფილება. 1934-1936 წლებში იყო ლენინგრადის ოპერის და ბალეთის თეატრის ბალეტმაისტერი, 1936-1956 წლებში მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტმაისტერი და საოპერო რეჟისორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 490-491.