სამარის საოლქო სამხატვრო მუზეუმი
მუზეუმი რუსეთში
სამარის საოლქო სამხატვრო მუზეუმი (რუს. Самарский областной художественный музей) — მუზეუმი რუსეთში. მდებარეობს ვოლგისპირეთში, სამარაში. სამხატვრო განყოფილება ადგილობრივმა მხატვარმა კონსტანტინე გოლოვკინმა სამარელ ფერმწერთა ჯგუფთან ერთად შექმნა. კოლექციაში ძირითადი ადგილი XIX—XX საუკუნეების სამარელი მხატვრების ნამუშევრებს მოიცავს, აგრეთვე საუკუნის დასაწყისის რუსი ოსტატების ხელოვნების ნიმუშებს. მუზეუმი მდიდარია XVIII—XIX საუკუნეების რუსული ხელოვნების კოლექციით, ასევე XIX საუკუნის დასაწყისისა და XX საუკუნის რუსული ფერწერისა და გრაფიკის კოლექციით. განსაკუთრებით ფასეულია XX საუკუნის დასაწყისის რუსული ავანგარდის კოლექცია. სამუზეუმო კოლექციაში ასევე თავმოყრილია 1920—1970-იანი წლების საბჭოთა პერიოდის ხელოვნების ნიმუშები.
სამარის საოლქო სამხატვრო მუზეუმი | |
---|---|
სამარის საოლქო სამხატვრო მუზეუმი | |
53°11′21″ ჩ. გ. 50°05′23″ ა. გ. / 53.18938611° ჩ. გ. 50.08997806° ა. გ. | |
დაარსდა | 1897 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | სამარა |
სტატუსი | მუზეუმი |
დირექტორი | გალინა რიაბჩუკი |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი] |
![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- Петрова Т.А. По залам Самарского художественного музея. Русский авангард. Путеводитель. — Самара, 2010
- Петрова Т.А. По залам Самарского художественного музея. Русская живопись XVIII — начала XX века. Путеводитель. — Самара, 2007
- От Модерна до Авангарда = From art Nouveau to Avantgarde art: Альбом / Самар. худож. музей; Сост. Басс Л.Я. — М.: ГАЛАРТ, 1995. — 183 с. — ISBN 5-269-00834-3
გალერეა
რედაქტირება-
ვლადიმერ ბოროვიკოვსკი „ქალის პორტრეტი“ (1805)
-
მიხეილ პესკოვი „მოქალაქე მინინის დაბრუნება ნიჟნი-ნოვგოროდელებთან“ (1861)
-
ალექსეი სავრასოვი „ზამთარი“ (1873)
-
ალექსეი სტეპანოვი „ვოლგაზე“ (1897)