სამი ხედირა
სამი ხედირა (გერმ. Sami Khedira; არაბ. سامي خضيرة; 4 აპრილი 1987) — გერმანელი ფეხბურთელი, ამჟამად თამაშობს „იუვენტუსში“ და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. დედა ჰყავს გერმანელი, მამა — ტუნისელი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სამი ხედირა | ||
დაბადების თარიღი | 4 აპრილი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | შტუტგარტი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 189 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | იუვენტუსი | ||
ნომერი | 6 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1992-1995 | ოეფინგენი | ||
1995-2004 | შტუტგარტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004-2006 | შტუტგარტი II | 21 | (1) |
2006-2010 | შტუტგარტი | 98 | (14) |
2010-2015 | რეალ მადრიდი | 102 | (6) |
2015- | იუვენტუსი | 20 | (5) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2003-2004 | გერმანია 17 წლ. | 10 | (2) |
2007-2009 | გერმანია 21 წლ. | 15 | (5) |
2009- | გერმანია | 77 | (7) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 აპრილი, 2016 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 ივნისი, 2018 |
კარიერა
რედაქტირებაშტუტგარტი
რედაქტირებასამი ხედირას დებიუტი ბუნდესლიგაში 2006 წლის 1 ოქტომბერს ჰქონდა, „ჰერტას“ წინააღმდეგ. 2007 წლის 29 იანვარს მან „შტუტგარტთან“ კონტრაქტი გააფორმა 2009 წლის ივნისამდე. 2008 წლის 9 ივლისს კი მან ახალი კონტრაქტი დადო კლუბთან 2011 წლის ზაფხულამდე. კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე სამი შესანიშნავად თამაშობდა, მან შტუტგარტში ვიცე-კაპიტნის წოდება მიიღო.
რეალ მადრიდი
რედაქტირება2010 წლის ზაფხულში სამი „რეალ მადრიდში“ გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 12 მლნ. ევრო შეადგინა. 2012 წლის 21 აპრილს „რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა, მეორე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
გერმანიის ნაკრები
რედაქტირებახედირას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წლის 5 სექტემბერს ჰქონდა, ამხანაგურ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, ამის გამო სამის ხშირად უწევდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში თამაში. მუნდიალზე, მან 7 შეხვედრა ჩაატარა (ბასტიან შვაინშტაიგერის ნაცვლად, რომელიც ნახევარდაცვაში თამაშობდა). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი ნაკრები ურუგვაის ნაკრებს ხვდებოდა. მან მეტოქის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დააკავებინა.
ტიტულები
რედაქტირებაკლუბური
რედაქტირება- ბუნდესლიგა: 2006-07
- გერმანიის თასი: ვერცხლის პრიზიორი: 2006-07
- ლა ლიგა: 2011-12; ვერცხლის პრიზიორი: 2010-11, 2012-13
- ესპანეთის თასი: 2010-11, 2013-14; ვერცხლის პრიზიორი: 2012-13
- ესპანეთის სუპერთასი: 2012; ვერცხლის პრიზიორი: 2011
- უეფას ჩემპიონთა ლიგა: 2013-14
- უეფას სუპერთასი: 2014
- ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2014
- სერია ა: 2015-16
- იტალიის სუპერთასი: 2015
სანაკრებო
რედაქტირება- გერმანია 21 წლ.
- უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატი: 2009
- გერმანია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.livesport.ru/football/2010/06/23/hedira/ (რუსული)
- http://www.transfermarkt.de/de/sami-khedira/profil/spieler_29401.html (გერმანული, ინგლისური)
- http://www.soccerway.com/players/sami-khedira/4519/ (ინგლისური, გერმანული, რუსული)