სანსია
(გადამისამართდა გვერდიდან სამი ხეობის კაშხალი)
სანსია („სამი ხეობა“, ტრაც. ჩინ. 三峽, გამარტ. 三峡, პინ. Sānxiá) — მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, მდებარეობს ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქალაქ სანდოუპინის სიახლოვეს ჰუბეის პროვინციის იჩანის ოლქში.

სადგურის მოცულობა 22 500 მეგავატია. მშენებლობა 1993 წელს დაიყო და 2012 წელს დასრულდა. ჰესის დამბა 181 მეტრის სიმაღლისა და 2 335 მეტრი სიგანისაა. ელექტროსადგური მოიცავს 32 ტურბინს, რომლებიც 700 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებენ. კომპლექსში დამატებით შედის ორი 50 მეგავატიანი ენერგიის გენერატორი. ელეტროსადგურზე გამომუშავებული ენერგია 85 ტერაჯოულს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია 9 პროვინციაზე და 2 ქალაქზე ნაწილდება, მათ შორის შანხაიზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სანსია“ ვიკისაწყობში.
- China Three Gorges Corporation დაარქივებული 2011-07-28 საიტზე Wayback Machine.
- China Yangtze Power Co., Ltd. დაარქივებული 2012-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Pictures of Three Gorges Dam დაარქივებული 2017-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Three Gorges Power Plant Animation YouTube-ზე