სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
სიონი — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 8 კმ.
სოფელი | |
---|---|
სიონი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
თემი | სიონი |
კოორდინატები | 42°36′16″ ჩ. გ. 44°35′00″ ა. გ. / 42.60444° ჩ. გ. 44.58333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1860 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 325[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სიონის ეკლესია
რედაქტირებასოფელში დგას IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა, ე. წ. ხევის სიონი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრატებით. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.
ისტორია
რედაქტირებაგზაზე სიონი ხევის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. სტრატეგიული თვალსაზრისით მას ადრინდელ შუა საუკუნეებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ნ. ბერძენიშვილის აზრით, მთიულეთისაგან ადმინისტრაციულად ცალკე გამოყოფილ ხევს თავიდანვე სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე განაგებდა. „ძეგლისდების“ მიხედვით, XIV საუკუნეში ამ მოხელეს „სიონის ერისთავი“ ერქვა და, მაშასადამე, ხევის მმართველის ადგილსამყოფელიც სიონი უნდა ყოფილიყო. სიონის ერისთავი საქართველოს სამეფო კარს ემორჩილებოდა. XVII საუკუნეში სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და ხევზე არაგვის ერისთავთა უფლებების გავრცელების შემდეგაც, მათ კვლავ ძველი სახელით სიონის ერისთავებად იხსენიებდნენ. სიონში თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობას ადრინდელ შუა საუკუნეებში უნდა ჩაყროდა საფუძველი. სოფელს დამატებითი სახიზრებიც ჰქონდა. ეკლესიის მახობლად, ბორცვზე, ორი გამოქვაბულია („ზემგორის ქოხნი“), უფრო შორს, მწვერვალ ქაბარჯინის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც კიდევ რამდენიმე სახიზარ-გამოქვაბულია. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ სიონი უშუალოდ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარს, ერთ-ერთ ბატონიშვილს ექვემდებარებოდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ, რუსეთის მმართველობა საქართველოს სამხედრო გზასთან ერთად სიონსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სიონის ციხეში გამაგრდნენ 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები. დიდი ბრძოლების შემდეგ რუსების ჯარმა ციხე აიღო. XIX საუკუნის II ნახევრიდან სოფელი გაშლილ ადგილზე გადავიდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 325 კაცი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 453 | 196 | 257 |
2002[3] | 384 | 187 | 197 |
2014[1] | 325 | 157 | 168 |
გალერეა
რედაქტირება-
სოფელი
-
ხევის სიონი. XIX საუკუნის ფოტო
-
სოფლის ხედი
-
სიონის ბაზილიკა
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორბენაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 469.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II