სიყვარული, ხანძარი და პომპიერო
„სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ — რეჟისორ გურამ პატარაიას 1976 წლის კომედიური ფილმი.
„სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | გურამ პატარაია |
პროდიუსერი |
ოთარ ტაბაღუა, ედგარ ზაქარეიშვილი |
სცენარის ავტორი | რეზო გაბრიაძე |
როლებში |
რამაზ ჩხიკვაძე, მარინა საღარაძე |
კომპოზიტორი | ბიძინა კვერნაძე |
ხმის ოპერატორი | გია ჭუბაბრია |
ოპერატორი |
ირაკლი ონოფრიშვილი, ელიზბარ კარავაევი |
მონტაჟი | ლუდმილა უნანიანი |
მხატვარი | თენგიზ სამსონაძე |
სტუდია | „ქართული ტელეფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1976 |
ხანგრძლივობა | 64 წთ. |
ქვეყანა | სსრკ, საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაკახეთის ერთ-ერთ სოფელში სახანძრო დაცვის საზოგადოებრივი საგუშაგო აქტიურად მუშაობს. მორიგი ხანძრის დროს მეხანძრეებს ჯარისკაცი მიეხმარება, რომელსაც მძღოლად აიყვანენ. გოგონას, რომლის ბაბუაც ჯარისკაცმა გადაარჩინა, შეუყვარდება სახანძრო სამსახურის ახალი თანამშრომელი და ყველანაირად ცდილობს მისი გულის მოგებას.
როლებში
რედაქტირება- რამაზ ჩხიკვაძე — პაჟარა სავლე
- თენგიზ შორაპნელი — ფანცქალა
- ოთარ ხარებაშვილი — კიკილო
- ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი — მამაო ზაქარია
- მარინა საღარაძე — თაფლო
- ალექსანდრე კონდრაშოვი — ეგორი
- დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე — თავმჯდომარე მელქო
- ეკა ყიფიანი — ცანცურა