სოლომონ კვირკველია

ქართველი ფეხბურთელი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირკველია.

სოლომონ (საბა) კვირკველია (დ. 6 თებერვალი, 1992, სამტრედია) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. 2014 წელს დასახელდა საქართველოს წლის ფეხბურთელად. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1]

სოლომონ კვირკველია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სოლომონ კვირკველია
დაბადების
თარიღი
6 თებერვალი, 1992 (1992-02-06) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
სამტრედია, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 196 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორპედო ქუთაისი
ახალგაზრდული კარიერა
2009–2010 ზენიტი სანქტ-პეტერბურგი
2010–2011 რუბინი-2 ყაზანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2017 რუბინი ყაზანი 87 (3)
2012–2013   ნეფტეხიმიკი 19 (0)
2017   ლოკომოტივი 12 (0)
2017–2021 ლოკომოტივი 68 (3)
2020–2021   როტორი 19 (0)
2021–2022 მეტალისტი 1925 6 (0)
2022 გაგრა 12 (0)
2022–2023 ნეფთჩი ბაქო 33 (2)
2023–2024 ალ-უხდუდი 33 (1)
2024 დინამო თბილისი 13 (1)
2025– ტორპედო ქუთაისი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2009–2010 საქართველო 19-წლ. 6 (0)
2011–2013 საქართველო 21-წლ. 8 (0)
2013– საქართველო 61 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 დეკემბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 16 ნოემბერი, 2024

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

კვირკველიამ პირველი საფეხბურთო ნაბიჯები მშობლიურ სამტრედიაში გადადგა. ამის შემდეგ იყო თბილისის „დინამო“, რასაც მოჰყვა თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიაში გატარებული წლები, რის შემდეგაც სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა.

სხვადასხვა დროს თამაშობდა ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ხარკოვის „მეტალისტში“, „გაგრაში“, ბაქოს „ნეფთჩისა“ და საუდის არაბეთის „ალ-უხდუდში“.

რუსეთის პრემიერ ლიგაში კვირკველიას დებიუტი შედგა საფეხბურთო კლუბ „ტერეკთან“ 2011 წლის 22 ივლისს.[2]

2011–12 წლების სეზონში „რუბინში“ თამაშის დროს რუსეთის თასი მოიპოვა. 2017–18 წლების სეზონში, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად, ჩემპიონი გახდა, 2016–17 და 2018–19 წლების სეზონში კი ამავე კლუბის შემადგენლობაში ორჯერ რუსეთის თასს დაეუფლა.

საქართველოში 2022 წლის აპრილში დაბრუნდა და „გაგრას“ ფეხბურთელი გახდა, მეორე დაბრუნება კი გასული წლის სექტემბერში შედგა, როცა თბილისის „დინამოს“ მაისური მოირგო.

2025 წლის 6 თებერვლიდან საკლუბო კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ განაგრძობს. ქუთაისური კლუბის ოფიციალური გვერდის განხცხადებით, 33 წლის ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

იყო საქართველოს 19 და 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი. 2013 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი კვირკველიას 2014 წლის 5 მარტს ჰქონდა ლიხტენშტაინთან ამხანაგურ მატჩში. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით 61 მატჩი ჩაატარა.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 16 ნოემბერი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
 
2014 7 0
2015 5 0
2016 8 0
2017 6 0
2018 7 0
2019 3 0
2020 5 0
2021 1 0
2022 6 0
2023 7 0
2024 6 0
ჯამში 61 0

მიღწევები

რედაქტირება
  რუბინი ყაზანი
  ლოკომოტივი მოსკოვი

ინდივიდუალური

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · Soccerway ·Transfermarkt