სოციალისტ-ფედერალისტები
სოციალისტ-ფედერალისტები, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტია — ქართული მემარცხენე ნაციონალისტური პარტია, რომელიც იყო პირველი პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაარსდა 1904 წელს, ჟენევაში.
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | იოსებ ბარათაშვილი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1904 |
დაიშალა | 1923 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ფედერალიზმი, მემარცხენე ნაციონალიზმი, დემოკრატიული სოციალიზმი[1] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე |
გაზეთი |
„საქართველო“ (1903-1905) ცნობის ფურცელი (1904-1906), სახალხო გაზეთი (1909-1914) სახალხო ფურცელი (1914-1917) სახალხო საქმე (1917-1921) |
წარმომადგენლობითობა | |
საქართველოს დამფუძნებელი კრება |
8 / 130 |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ისტორია
რედაქტირება1901 წელს გაზეთ „ივერიას“ და „ცნობის ფურცელის“ კონსერვატორულად განწყობილ ჯგუფებს გამოეყო ქართველ ინტელიგენტთა ჯგუფი (არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, ანდრია დეკანოზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები) და დაიწყო მუშაობა პარტიის შესაქმნელად. აირჩიეს ხელმძღვანელი კომიტეტი. 1903 წელს პარიზში დაიწყეს გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა.
1904 წლის აპრილში გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ იმ ქართველ ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ, ჟენევაში მოიწვია კონფერენცია და დააარსა პარტია. სოციალისტ-ფედერალისტები ითხოვდნენ საქართველოს ავტონომიას ფედერალიზმის საფუძველზე მოწყობილი რუსეთის ფარგლებში. სოციალ-ფედერალისტების პირველ კონფერენციას დაესწრო ნოე ჟორდანია, მაგრამ დატოვა კონფერენცია მათ სამოქმედო პროგრამასთან უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ჟორდანია მათ აკრიტიკებდა საქართველოსთვის ავტონომიის სტატუსის მოთხოვნის გამო და მათ საპირისპიროდ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართველი ნაციონალისტები“.
1904 წლიდან პარტიის ორგანო გახდა „ცნობის ფურცელი“. 1906 წლის ზაფხულში პარტიას მემარჯვენე ფრთა გამოეყო. მოგვიანებით მის საფუძველზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დაარსდა. ამის შემდეგ პარტია უფრო სოციალიზმისკენ გადაიხარა.
1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ სოციალ-ფედერალისტებმა ილიას „სულიერ მკვლელებად“ მოიხსენიეს ქართველი სოციალ-დემოკრატები. ამ ბრალდებას მძაფრი კრიტიკით უპასუხა ნოე ჟორდანიამ.[2]
1917 წლის 7-12 მაისს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მორიგი კონფერენცია გაიმართა. ეს რიგით მეოთხე კონფერენცია იყო, მაგრამ, თვით ფედერალისტების გადაწყვეტილებით, მას „პირველი“ თავისუფალი კონფერენცია უწოდეს. რიგითობის თავიდან დაწყებით სოციალისტ-ფედერალისტები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ მაისის კონფერენცია იმართებოდა თავისუფალ გარემოში, ლეგალურად და მომხდარი რევოლუციის პირობებში კონფერენციას უნდა განესაზღვრა პარტიის სტრატეგია და ტაქტიკა ახალ პირობებში. პირველი მოხსენებაც შესაბამისი სახელწოდებისა იყო– „ თანამედროვე მომენტი და ჩვენი ტაქტიკა“ დანარჩენი მოხსენებებიც დროის გამოწვევებს ეხებოდა: დამოკიდებულება სხვა პარტიებთან და ერებთან; ომი, აგრარული, საქართველოს ავტონომიისა და ორგანიზაციული საკითხები. შეკრების 157 სრულუფლებიანი დელეგატი და ალბათ სხვა მონაწილეებიც ოვაციებით მიესალმნენ კიტა აბაშიძეს, რომელიც უკვე სერიოზულად ავადმყოფობდა. ის და გიორგი ზდანოვიჩი კონფერენციის საპატიო თავმჯდომარეებად დაასახელეს.[3]
პარტია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ 33 754 ამომრჩევლის ხმა მიიღო და (მეორე მაჩვენებელი სოციალ-დემოკრატების შემდეგ) კრებაში რვა დეპუტატი გაიყვანა: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, შალვა ნუცუბიძე, სამსონ ფირცხალავა, შალვა ალექსი-მესხიშვილი, იოსებ ბარათაშვილი, იოსებ გედევანიშვილი, თევდორე ღლონტი. მოგვიანებით ამ შემადგენლობას დამატებითი არჩევნების შედეგად შეუერთდა სამსონ დადიანი. 1923 წლის 7 ნოემბერს პარტიის მეორე ყრილობაზე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ, ბოლშევიკური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, კომუნისტურ პარტიასთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, რაც თვითლიკვიდაციას ნიშნავდა. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიამ არსებობა შეწყვიტა.
პოლიტიკური პროგრამა
რედაქტირებასოციალისტ-ფედერალისტები რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში ითხოვდნენ საქართველოს ავტონომიას. პარტიის პროგრამის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო მიწების სოციალიზაცია. ეს მოთხოვნა მათ აღებული ჰქონდათ რუსი ესერებისგან.
პირველი რესპუბლიკის პერიოდში პარტიის პროგრამაში შედიოდა სოციალიზმის დამყარება, ფართო თვითმმართველობა, აფხაზეთისა და სამუსლიმანო საქართველოსთვის ავტონომიის მინიჭება, უფასო და სავალდებულო სასკოლო და პროფესიული განათლება, ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკევება, ჯარის მშენებლობა, მრეწველობის განვითარება, არაპირდაპირი გადასახადების გაუქმება და შემოსავალსა და მემკვიდრეობაზე გადასახადების შემოღება, 8-საათიანი სამუშაო დღის დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, მიწის გადაცემა მიწაზე მშრომელებისთვის, მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა.[4]
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სია დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნებისთვის
რედაქტირება- ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე
- რცხილაძე გრიგოლ სვიმონის ძე
- ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე
- ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე
- ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე
- ბარათაშვილი იესე ალექსანდრეს ძე
- გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე
- მდივანი სიმონ გურგენის ძე
- ღლონტი თევდორე ზურაბის ძე
- დადიანი სამსონ პლატონის ძე
- ლაღიძე გრიგოლ ერმალოს ძე
- ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე
- ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე
- მდივანი ალექსანდრე ბესარიონის ძე
- პაპავა აკაკი ამბაკოს ძე
- ბაქრაძე იასონ თომას ძე
- დადიანი შოთა პლატონის ძე
- ჯაკობია გიორგი პავლეს ძე
- ფაღავა აკაკი ნესტორის ძე
- იმნაძე ვარლამ მარკოზის ძე
- რაჭველიშვილი ქრისტეფორე ლუკას ძე
- მაჭავარიანი სიმონ იოსების ძე
- მიქელაძე შალვა ანტონის ძე
- გავაშელი მიხეილ გიორგის ძე
- კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე
- ნაკაშიძე ნინო იოსების ასული
- დაფქვიაშვილი გიორგი დიმიტრის ძე
- ქადაგიძე დავით ნიკოლოზის ძე
- კაკულია მიხეილ ჯათუს ძე
- ყაუხჩიშვილი მიხეილ გიორგის ძე
- ბოკერია ევგენი გრიგოლის ძე
- მუსხელიშვილი ვახტანგ სოლომონის ძე
- შანიძე აკაკი გაბრიელის ძე
- ყიფშიძე იოსებ ალექსის ძე
- ბერიძე ვუკოლ მიხეილის ძე
- ახვლედიანი გიორგი სარდიონის ძე
- გველესიანი მელანია ონისიმეს ასული
- ჭანიშვილი პარმენ გიტოს ძე
- გელოვანი პლატონ ლევანის ძე
- ესაკია მიხეილ ბესარიონის ძე
- სანიკიძისა ალექსანდრა ვასილის ასული
- პატარაია გრიგოლ პორფილეს ძე
- ფაღავა თამარ ალექსანდრეს ასული
- ინაშვილი ალექსანდრე დავითის ძე
- ბერძნიშვილი გრიგოლ თევდორეს ძე
- იმნაძისა ელენე ვასილის ასული
- ხახანაშვილი მიხეილ შაფათას ძე
- ეგნატაშვილი ვასილ იაკობის ძე
- ალუღიშვილი ვასილ გიორგის ძე
- ბაკურაძე ილია ნიკოლოზის ძე
- რაზიკაშვილი თევდორე პავლეს ძე
- ჭუმბაძე არტემ მაქსიმეს ძე
- რაზიკაშვილი ნიკოლოზ პავლეს ძე
- კობახიძე კონსტანტინე ივანეს ძე
- სტურუა ისიდორე ივანეს ძე
- მაჭავარიანი თამარ პეტრეს ასული
- ასლანიშვილი იოსებ ანტონის ძე
- ავალიშვილი ესტატე გიორგის ძე
- ფარცვანია ბესარიონ დავითის ძე
- ქუთათელაძე იოსებ გიორგის ძე.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 495.
- ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002, ISBN 99928-962-0-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bakhtadze, Mikhail; Vachnadze, Merab; Guruliwork, Vakhtang (2014) История Грузии (с древнейших времен до наших дней) (ru). Tbilisi: Izdatelʹstvo Intelekti, გვ. 91. ISBN 9789941446849. OCLC 891380302.
- ↑ ბნელი ძალები: ნოე ჟორდანია პასუხობს ილიას სიკვდილთან სოც-დემოკრატების დაკავშირების ბრალდებას. სივილ ჯორჯია. ციტირების თარიღი: 2021-01-29.
- ↑ (2018) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მასალები.
- ↑ ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 149-155
- ↑ №5 - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია