ტამარა მაკაროვა
ტამარა მაკაროვა (რუს. Тама́ра Фёдоровна Мака́рова; დ. 13 აგვისტო, 1907, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია – გ. 20 იანვარი, 1997, (18 იანვარი, 1997 ან 19 ნოემბერი, 1997), მოსკოვი, რუსეთი) – საბჭოთა კინოს მსახიობი, პედაგოგიი, პროფესორი. სოციალისტური შრომის გმირი (1982), ორგზის სტალინური პრემიის ლაურეატი (1941, 1947), ორგზის ლენინის ორდენოსანი (1977, 1982). სსრკ სახალხო არტისტი (1950).
ტამარა მაკაროვა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
13 აგვისტო, 1907 სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1997 (89 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | სერგეი გერასიმოვი |
ჯილდოები |
![]() ![]() ![]() ![]() |
მეუღლესთან, სსრკ სახალხო არტისტ სერგეი გერასიმოვთან ერთად, მან ცნობილი კინომსახიობების რვა თაობა აღზარდა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1907 წლის 13 აგვისტოს, პეტერბურგში. მშობლები - ფიოდორ როდიონის ძე მაკაროვი (დ. 1883) და მარია ილიას ასული (დაბ. ბადენკოვა, დ. 1881) - სასახლის ყუმბარმტყორცნების შვილები, დაქორწინდნენ 1903 წლის 3 ნოემბერს, მოხოვაიაზე სიმონისა და ანას ეკლესიაში. მამამ დაიწყო სამსახური, როგორც უფროსმა პარამედიკოსმა, გვარდიის პრეობრაჟენსკის პოლკში, შემდეგ, კოლეგიური რეგისტრატორის წოდებით, მსახურობდა ვიბორგის ქვეითთა პოლკში კლასის პარამედიკოსად.
ოჯახში სამი შვილიდან უფროსი იყო. იგი მონაწილეობდა სახლის თეატრებში, დადიოდა ბალეტის სკოლაში და ოცნებობდა მარიას თეატრის ქორეოგრაფიულ სტუდიაში შესვლაზე.
1917 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მისი მამა დაიკარგა. 14 წლის ასაკში მაკაროვამ შეკრიბა მეზობლების შვილები და შექმნა საკუთარი დასი. თეატრი დარეგისტრირდა და ბავშვებმა საკუთარი ულუფის მიღება დაიწყეს. 1924 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი შევიდა ნიკოლაი ფორეგერის სამსახიობო სახელოსნოში („Мастфор“).
1927 წელს მაკაროვას დებიუტი შედგა ფილმში „სხვისი ქურთუკი“. ის შემთხვევით, ფაქტიურად ქუჩიდან, „სოვკინოს“ საწარმოში (ახლანდელი „ლენფილმი“) აღმოჩნდა: ჩვიდმეტი წლის გოგონა გრიგორი კოზინცევისა და ლეონიდ ტრაუბერგის თანაშემწემ მიიყვანეს. გადასაღებ მოედანზე იგი შეხვდა სერგეი გერასიმოვს. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ტამარა მაკაროვას მთელი შემდგომი შემოქმედებითი საქმიანობა დაკავშირებული იყო მის მეუღლესთან. მისი რჩევით, 1927 წელს ჩაირიცხა საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯის კინოს განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა 1930 წელს.
უკანასკნელი წლები
რედაქტირება1985 წელს ქმრის გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო მაკაროვასთვის: მან შეწყვიტა მსახიობობა, მაგრამ განაგრძო სწავლება ВГИК-ში. 1995 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები, „ბოლოსიტყვაობა“. იმავე წელს მოკლეს მისი ნაშვილები არტურ მაკაროვი. მკვლელები ვერ იპოვეს. შემდგომში მსახიობი იღებდა მუქარის ზარებს, რომლებითაც ითხოვდნენ შვილის ვალების გადახდას.
გარდაიცვალა 1997 წლის 19 იანვარს, 90 წლის ასაკში, მოსკოვში. იგი დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე (ნაკვეთი №10).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1942 — სტალინური პრემია
- 1942 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- რსფსრ სახალხო არტისტი
- 1947 — სტალინური პრემია
- 1950 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1967 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1977 — ლენინის ორდენი
- 1982 — ლენინის ორდენი
- 1982 — სოციალისტური შრომის გმირი
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“
- მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წელი“
- მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“
- საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად