ტიმოთელა
ტიმოთელა (ლათ. Phleum) — ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს თავთავისებრი საგველა ყვავილედი, ერთყვავილიანი თავთუნი, მოგრძო-ოვალური მარცვალა ნაყოფი. ივითარებს მეჩხერ ბუჩქს.
ტიმოთელა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Phleum | ||||||||||||
|
ევროპაში, აზიასა და აფრიკაში გავრცელებულია 15 სახეობა. ცხოველთა საკვებად იყენებენ 4 სახეობას. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდელოს ტიმოთელა. მისი 100 კგ თივა შეიცავს 49 საკვებ ერთეულს და 3,1 კგ მონელებად პროტეინს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყურაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 719.