ტოდო-ბიჩიგი
ტოდო-ბიჩიგი (მონღ. Тодо бичиг) — დამწერლობა მონღოლური ენის ჩასაწერად. შეიქმნა 1648 წელს ოირატი ბუდისტი მღვდლის ზაია პანდიტა ნამკხაი ჩჟამცოს მიერ[1]. ტოდო-ბიჩიგი ტრადიციული მონღოლური დამწერლობის გადამუშავებული ვარიანტია, რომლის მიზანიც თავდაპირველად იყო მონღოლური ბგერების გამოთქმისა და ორთოგრაფიის ერთმანეთთან დაახლოვება, ასევე ტიბეტური ენიდან და სანსკრიტიდან მონღოლური ტრანსკრიფციის გაკეთების გამარტივება.


ტოდო-ბიჩიგი რუსეთში მცხოვრები ყალმუხების მიერ 1924 წლამდე გამოიყენებოდა, სანამ იგი რუსულმა კირილიცამ არ ჩაანაცვლა. დღეს ტოდო-ბიჩიგი კვლავ გამოიყენება ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მცხოვრები ოირატების მიერ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტოდო-ბიჩიგი“ ვიკისაწყობში.
- die Klare Schrift (გერმანული)
- das Alphabet der Klaren Schrift (გერმანული)
- Die oiratische Schrift დაარქივებული 2012-03-10 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- KALMYK-OIRAT: a language of Russia (Europe) (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ N. Yakhantova, The Mongolian and Oirat Translations of the Sutra of Golden Light, 2006