ტორე კახა მადრიდი
ტორე კახა მადრიდი (ესპ. Torre Caja Madrid -- კახა მადრიდის კოშკი), ცათამბჯენი მადრიდის, ესპანეთი, ოთხი კოშკის ბიზნეს უბანში. 250 მ სიმაღლითა და 45 სართულით ის უმაღლესი შენობაა ბიზნეს კომპლექსის ოთხ შენობათაგან და უმაღლესი ცათამბჯენია მადრიდში.

ლორდი ფოსტერის პროექტით აგებული შენობა თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც "ტორე რაპსოლი" და Repsol YPF ნავთობისა და გაზის კომპანიის შტაბ-ბინის დანიშნულება უნდა შეესრულებინა. თუმცა მშენებლობის პერიოდში რაპსოლმა შეცვალა საკუთარი მომავალი შტაბ-ბინის მდებარეობა და შენობა 2007 წლის აგვისტოში საფინანსო კომპანია კახა მადრიდს მიყიდა €815 მილიონად.
შენობის მშენებლობა განახორციელა ერთობლივმა კომპანიამ "დრაგადოს და ფომენტო დე კონსტრუქციონეს ი კონტრატას".