უოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ (ინგლ. Watford Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ უოტფორდიდან, ჰერტფორდშირი. ასპარეზობს ჩემპიონშიპში.
![]() | ||||
სრული სახელი | Watford Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ონავრები (ინგლ. The Hornets, ყვითელი არმია (ინგლ. Yellow Army), ოქროს ბიჭები (ინგლ. The Golden Boys) | |||
დაარსდა | 1881 | |||
სტადიონი |
„ვიკარიჯ როუდი“ უოტფორდი, ინგლისი (ტევადობა: 22 200 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | სკოტ დაქსბერი | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
კაპიტანი |
![]() | |||
ლიგა | ჩემპიონშიპი | |||
2023-24 | მე-15 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 1881 წელს, როგორც „უოტფორდ როვერსი“. ასოციაციის თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1886 წელს, მოგვიანებით შეუერთდა სამხრეთის ლიგას. 1914-15 წლების სეზონში სამხრეთის ლიგის ჩემპიონობის შემდეგ, 1920 წელს ჰარი კენტის ხელმძღვანელობით შეუერთდა საფეხბურთო ლიგას. კლუბმა შეიცვალა მრავალი სტადიონი, 1992 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ვიკარიჯ როუდზე“.[1] „უოტფორდმა“ არსებობის დიდი ნაწილი გაატარა ქვედა ლიგებში, მრავალჯერ შეიცვალა კლუბის ფერები და ფორმა.
გრეჰემ ტეილორის მწვრთნელობის დროს, რომელიც მომავალში წვრთიდა არაერთ ინგლისურ კლუბს და ასევე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს, კლუბმა დაიპყრო ახალი მწვერვალები. 1977-1987 წლებში „უოტფორდი“ დონით მეოთხე დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდა. 1982-83 წლების სეზონი „უოტფორდმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა და მოიპოვა უეფა-ს თასის 1983-84 წლების გათამაშებაში ასპარეზობის უფლება. ამავე სეზონში ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში.[2] ტეილორის წასვლის შემდეგ მომავალი 10 წლის მანძილზე კლუბი ისევ დაქვეითდა. 1996 წელს დაბრუნდა კლუბში და დონით მესამე ჩემპიონატიდან 1999-00 წლების სეზონში „უოტფორდი“ პრემიერლიგაში დააბრუნა. იმავე სეზონში ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ კლუბი ისევ დაქვეითდა. 2006-07 წლების სეზონში ეიდი ბუტროიდის თავკაცობით „უოტფორდი“ კიდევ ერთხელ აღზევდა უმაღლეს დივიზიონში,[3] მაგრამ ისევ ბოლო ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
8 წლის შემდეგ, 2015-16 წლების სეზონში „უოტფორდი“ დაბრუნდა პერმიერლიგაში.[4]
კლუბი ეკუთვნის პოცოების ოჯახს, რომელიც ასევე ფლობს იტალიურ „უდინეზეს“.[5] ასევე წარსულში ფლობდა ესპანურ „გრანადას“.[6] 2008 წლამდე, კლუბის საპატიო ცხოვრების პრეზიდენტი იყო ელტონ ჯონი.[7] მოგვიანებით ისევ დაიკავა იგივე პოსტი, ამჯერად გრეჰემ ტეილორთან ერთად, რაც ტეილორის სიკვდილამდე გრძელდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ History of Watford FC – Grounds. Watford Football Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტირების თარიღი: 2017-05-02.
- ↑ Classic Cup Finals: 1984. The Football Association.
- ↑ "Boothroyd takes over at Cobblers". Watford Observer.
- ↑ Watford promoted to Premier League. BBC Sport.
- ↑ „Udinese's Pozzo family complete Watford takeover“. BBC Sport.
- ↑ „Watford owner Gino Pozzo to sell Granada to Chinese firm Link International Sports“. Watford Observer.
- ↑ „Elton John quits Watford FC role“. Watford Observer.