ფაბრიკის დასახლება

ფაბრიკის დასახლებასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (მეჯვრისხევის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე.

სოფელი
ფაბრიკის დასახლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი მეჯვრისხევი
კოორდინატები 42°05′54″ ჩ. გ. 44°10′30″ ა. გ. / 42.09833° ჩ. გ. 44.17500° ა. გ. / 42.09833; 44.17500
მოსახლეობა 370[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,2 %
ოსები 3,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფაბრიკის დასახლება — საქართველო
ფაბრიკის დასახლება
ფაბრიკის დასახლება — შიდა ქართლი
ფაბრიკის დასახლება
ფაბრიკის დასახლება — გორის მუნიციპალიტეტი
ფაბრიკის დასახლება

ე.წ. „ფაბრიკის დასახლება“ სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის მუშახელისათვის გაშენდა. 2014 წლის აღწერის მიხედვით სოფელში იყო 370 მცხოვრები. 2018 წლის მაისში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ფაბრიკის დასახლების სოფელ მეჯვრისხევთან გაერთიანების შესახებ.[2]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. განცხადება მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის მერია. 22 მაისი, 2018.