ფლორიდის სრუტე
ფლორიდის სრუტე — სრუტე ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილს, მექსიკის ყურეს, ატლანტის ოკეანესა და კუბას შორის. სრუტეზე გაივლის ფლორიდის დინება, რომელიც მექსიკის ყურედან გამოედინება.

სრუტის სიგრძეა 650 კმ, სიგანე 80 კმ, ხოლო საშუალო სიღრმე 150 მეტრი.
სრუტეში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ნავთობი და გაზი, რომელსაც 1977 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აშშ და კუბა ინაწილებენ.