ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
ფუთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (თემის ცენტრი). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 320 მეტრი, ზესტაფონიდან 9 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ფუთი | |
![]() სოფელი ფუთი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ფუთი |
კოორდინატები | 42°04′18″ ჩ. გ. 43°05′41″ ა. გ. / 42.07167° ჩ. გ. 43.09472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1564[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია VIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და XII საუკუნის ციხე დარბაზი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1564 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 2212 | 1067 | 1145 |
2014[1] | 1564 | 780 | 784 |
პიროვნებები
რედაქტირებასოფელში დაიბადა ნიკოლოზ ჩხეიძე, ქართველი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.) დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე.
ფუთშივე დაიბადა ასევე ცნობილი ქართველი მსახიობი უშანგი ჩხეიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 418.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-12. ციტირების თარიღი: 2011-09-30.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II