ქეთევან არახამია-გრანტი

ქეთევან რევაზის ასული არახამია-გრანტი (დ. 19 ივლისი, 1968, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოჭადრაკე. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი. მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლამდე გოგონათა შორის (1985). 1987 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი. საქართველოს სამგზის (1983, 1984, 1990), სსრკ (1990) და დიდი ბრიტანეთის (2003) ჩემპიონი, შოტლანდიის ჩემპიონი კაცთა შორის (2003). ქალთა მსოფლიო საჭადრაკო ორგზის ჩემპიონი (1994, 1996). ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1992) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. 1998 წლის ოლიმპიადის მონაწილე, თბილისისა და ჰავანის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 1996 წლიდან ცხოვრობს შოტლანდიაში, მისი მეუღლეა იქაური მოჭადრაკე ჯონათან გრანტი.

ქეთევან არახამია-გრანტი (2008 წ.)

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1990 ქალთა XIV საჭადრაკო ოლიმპიადა ნოვი სადი, იუგოსლავია  
1992 ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი დებრეცენი, უნგრეთი  
1994 ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა მოსკოვი, რუსეთი  
1996 ქალთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა ერევანი, სომხეთი  
1997 ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი პულა, ხორვატია  
2001 ქალთა შორის ევროპის პირადი პირველობა ვარშავა, პოლონეთი  
2005 ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი გიოტებორგი, შვედეთი  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 300, ISBN 99928-20-32-2.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 315.
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998–1999. — გვ. 20.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება