ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვენობანი.

ქვენობანისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქვენობანი, ბასილეთი, ბუკნარი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარცხნივ, ზღვის დონიდან 120 მ., ჩოხატაურიდან 10 კმ., ოზურგეთიდან 25 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

სოფელი
ქვენობანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ქვენობანი
კოორდინატები 41°59′00″ ჩ. გ. 42°11′00″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 42.18333° ა. გ. / 41.98333; 42.18333
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 669[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,55 %,რუსები 0,45 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ქვენოუბანი შედიოდა ბასილეთის სასოფლო საზოგადოებაში. 1897 წელს მოქმედებდა სამრევლო სკოლა.[2] საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეჩაიეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 669 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 755
1911[4]   1127
2002[5]   747 338 409
2014[1]   669 320 349

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა ენათმეცნიერი სერგი ჟღენტი, ასევე ფილოსოფოსი მოსე გოგიბერიძე. ქვენობანშივე არის მისი სახლ-მუზეუმი.

ლიტერატურა

რედაქტირება