ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)
ქორეთი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ქორეთი). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ქორეთი | |
![]() სოფელი ქორეთი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქორეთი |
კოორდინატები | 42°18′17″ ჩ. გ. 43°23′15″ ა. გ. / 42.30472° ჩ. გ. 43.38750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 610 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1348[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1348 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1942 | 985 | 957 |
2014[1] | 1348 | 672 | 676 |
ეკლესია
რედაქტირებასოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - ორი ეკლესია. ერთი დგას ბორცვზე, როგორც ჩანს, წინაქრისტიანული სალოცავის ადგილზე, ხოლო მეორე არის ღვთაების ეკლესია. ეკლესიაზე არის სამშენებლო ხასიათის წარწერა, შესრულებულია ასომთავრულით 1000 წელს.
სამაროვანი
რედაქტირება1945 და 1955 წლებში ქორეთის ერთ-ერთ უბანში, პასიეთში, გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 2 ყორღანული სამაროვანი. აქ აღმოჩენილ ინვენტარს დიდი კავშირი აქვს მტკვარ-არაქსის კულტურასთან. სამაროვანზე მიცვალებულები იმარხებოდნენ ძვ.წ. III ათასწლეულში.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა მწერალი აკაკი ბელიაშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 549.
- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე ქართული პალეოგრაფია. თბილისი, 1997
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II