სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყუმი.

ყუმი (სპარს. قم, ɢom) — შიიტების წმინდა ქალაქი ირანში.[3] ყუმის ოსტანის დედაქალაქი.[4] 2016 წლის მოანაცემებით ქალაქში ცხოვრობს 1 201 158 ადამიანი. ყუმი არის მეშვიდე უდიდესი ქალაქი ირანში,[5][6] მდებარეობს მდინარე ყუმის ნაპირებზე თეირანიდან სამხრეთით 150 კმ-ზე.

ქალაქი
ყუმი
قم
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ოსტანი ყუმი
კოორდინატები 34°38′00″ ჩ. გ. 50°52′00″ ა. გ. / 34.63333° ჩ. გ. 50.86667° ა. გ. / 34.63333; 50.86667
მმართველი Morteza Saghaeiannejad
დაარსდა 805[1]
ფართობი 123.073 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 935 მეტრი
ოფიციალური ენა სპარსული ენა
მოსახლეობა 1 201 158 (2016)[2]
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 0251
საფოსტო ინდექსი 37100
ოფიციალური საიტი qomict.ir
ყუმი (ქალაქი) — ირანი
ყუმი (ქალაქი)

ყუმი წმინდა ადგილად ითვლება შიიტი მუსლიმებისთვის, რადგან აქ მდებარეობს იმამ ალი იბნ მუსა რიდას (იმამ რეზა, 789–816) დის, ფატიმა ბინთ მუსას სამარხი.[7] ქალაქი მსოფლიოში შიიტი სწავლულების უდიდესი ცენტრია და მნიშვნელოვანი საპილიგრიმო ადგილი, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი პილიგრიმი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა ირანელები არიან, თუმცა ქალაქს სტუმრობენ შიიტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.[8]

ყუმი გადაიქცა სამრეწველო ცენტრად, რაშიც ნაწილობრივ მას თეირანთან სიახლოვე დაეხმარა. ის არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეგიონული სამრეწველო ცენტრი. ბანდარ-ანზალიდან და თეირანიდან ბუნებრივი აირის მილსადენი, ასევე თეირანიდან ნედლი ნავთობის მილსადენი გადის ყუმიდან სპარსეთის ყურეზე მდებარე აბადანის გადამამუშავებელ ქარხამდე. ყუმმა დამატებითი მნიშვნელობა მოიპოვა, როდესაც 1956 წელს ქალაქის მახლობლად ნავთობი აღმოაჩინეს და დიდი გადამამუშავებელი ქარხანა აშენდა ყუმსა და თეირანს შორის.

გეოგრაფია

რედაქტირება

ყუმში არის ცხელი უდაბნოს კლიმატი. დაბალი წლიური ნალექიანობა გამოწვეულია ზღვიდან დაშორებით და სუბტროპიკული ანტიციკლონის სიახლოვით. ზაფხული ძალიან ცხელია და პრაქტიკულად უნალექოა, ხოლო ზამთარში ამინდი შეიძლება იყოს თბილიდან საშინლად ცივამდე. ბოლო შემთხვევა იყო 2008 წლის იანვარში, როდესაც ტემპერატურა დაეცა −23 °C-მდე ან −9.4 °F-მდე. მსგავსი სიტუაციები ადრე იყო 1964, 1950, 1972 წლების იანვარში და 1972 წლის დეკემბერში.

მაქსიმალური დაფიქსირებული ტემპერატურა იყო 47 °C 2010 წლის 11 ივლისს, ხოლო მინიმალური - −23 °C 2008 წლის 15 იანვარს.

ჰავის მონაცემები — Qom (1986–2010, records 1986–2020)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 23.4 26.5 35.5 37.0 41.8 45.9 47.0 45.6 42.3 37.7 31.0 22.5 47.0
საშუალო მაღალი °C 10.2 13.6 19.1 26.0 31.8 37.9 40.3 39.4 34.9 27.7 18.9 12.2 26.0
საშუალო დღიური °C 4.2 7.1 12.0 18.3 23.6 29.1 31.8 30.3 25.2 19.0 11.5 6.1 18.2
საშუალო დაბალი °C −1.9 0.6 5.0 10.5 15.4 20.2 23.4 21.2 15.6 10.3 4.1 −0.1 10.4
რეკორდულად დაბალი °C −23.0 −11.2 −11.0 −0.2 5.4 8.0 15.0 11.8 6.5 0.6 −11.0 −10.5 −23.0
საშუალო ნალექი (მმ) 25.4 20.5 27.7 20.2 10.4 2.3 0.7 0.3 0.8 6.2 14.3 19.4 148.2
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) 4.4 4.1 4.2 3.9 2.0 0.4 0.2 0.1 0.3 1.8 2.6 3.2 27.2
თოვლიანი დღეები საშუალოდ 3.1 1.4 0.3 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.1 0.9 5.8
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 66 58 48 42 33 24 23 24 26 38 52 66 41
საშუალო თვიური მზიანი საათები 185.0 194.0 221.5 233.3 296.6 351.5 354.5 347.3 309.9 263.4 204.9 172.7 3 134,6
წყარო: Iran Meteorological Organization (records),[9] (temperatures),[10] (precipitation),[11] (humidity),[12] (days with precipitation and snow),[13] (sunshine)[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://ketabnak.com/book/55971/راهنمای-قم#desc_start
  2. https://www.amar.org.ir/english
  3. Nateg Nouri, Ali Akbar. (c. 2024) Law on the establishment of Qom province fa. Islamic Consultative Assembly. ციტირების თარიღი: 6 January 2025
  4. Habibi, Hassan. (10 December 2014) Approval of the organization and chain of citizenship of the elements and units of the national divisions of Tehran province centered on the city of Tehran fa. Ministry of the Interior, Defense Political Commission of the Government Board. ციტირების თარიღი: 16 December 2023
  5. The metropolises of Iran amar.org.ir Retrieved 19 Oct 2018
  6. The largest cities in Iran worldatlas.com Retrieved 21 Oct 2018
  7. The biography of Hazrat Ma'sumeh tasnimnews.com Retrieved 4 October 2018.
  8. Alex Shams (6 December 2018), "On Persian pilgrimages, Pakistanis and Indians reconnect with Iran", Dawn News. Retrieved 9 March 2019.
  9. *Average Maximum temperature in Ghom by Month 1986–2010. Iran Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 8 April 2015
  10. Monthly Total Precipitation in Ghom by Month 1986–2010. Iran Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 8 April 2015
  11. Average relative humidity in Ghom by Month 1986–2010. Iran Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 8 April 2015
  12. *No. of days with precipitation equal to or greater than 1 mm in Ghom by Month 1986–2010. Iran Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 8 April 2015
  13. Monthly total sunshine hours in Ghom by Month 1986–2010. Iran Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 8 April 2015