შარითაუ
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
შარითაუ — მთა საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3707 მ. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. კალთები ციცაბო და ძლიერ დანაწევრებულია. არ არის ნიადაგური და მცენარეული საფარი. შარითაუზე გვხვდება მხოლოდ ხავსები და ლიქენები.
შარითაუ | |
---|---|
კოორდინატები: 42°54′52″ ჩ. გ. 43°19′00″ ა. გ. / 42.91444° ჩ. გ. 43.31667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3707 მ |
ქედი | კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
ასაკი | ზედალიასური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 690.