შახვეტილას მთა
მდინარე საქართველოში, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე
შახვეტილას მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კახეთის ქედის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების ანისხევისა (ხევგრძელის მარცხენა შენაკადი) და ილტოს წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1324 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და თიხებით. მთას მობრტყელებული მწვერვალი და ძლიერ დახრილი კალთები აქვს. შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით.
შახვეტილას მთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°04′39″ ჩ. გ. 45°03′30″ ა. გ. / 42.07750° ჩ. გ. 45.05833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1324 მ |
ქედი | კახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი და თიხა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 696.