შუა ამაღლება

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

შუა ამაღლება, ყოფ. შუა განახლებასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი შუა ამაღლება). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 4 კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 24 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, დგას ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია. სოფელში ამზადებენ ქვის კეცებს. სოფლის ცენტრში დგას ეკლესია და სიმონა დოლიძის ძეგლი.

სოფელი
შუა ამაღლება

უდაბნოს მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი შუა ამაღლება
კოორდინატები 42°02′07″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 42.03528° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. / 42.03528; 42.21111
ადრეული სახელები შუა განახლება
ცენტრის სიმაღლე 140
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 735[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შუა ამაღლება — საქართველო
შუა ამაღლება
შუა ამაღლება — გურიის მხარე
შუა ამაღლება
შუა ამაღლება — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
შუა ამაღლება

სოფელი შუა ამაღლება შედიოდა ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში სოფლებთან ამაღლებასთან, ზემო და ქვემო ამაღლებასთან ერთად. საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ და ეწოდა შუა განახლება. 1954—1986 წლებში შუა განახლების სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფელი გოგოლესუბანი. 2012 წელს ეწოდა კვლავ ძველი სახელი.[2]

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული ოდები.[3][4]

უდაბნოს მონასტერი

რედაქტირება

სოფლის ჩრდილოეთით, ბურნათის მთაზე, მდებარეობს უდაბნოს მონასტერი. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. არქიტექტურული მონაცემებით ის VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.

აბანოები

რედაქტირება

1910-იან წლებში სოფელში, თავად ერისთავის მამულში, აღმოჩნდა სამკურნალო მინერალური წყალი. 1950-80-იან წლებში მინერალურ წყალზე მოქმედებდა აბანოები, რომლებიც გამოიყენებოდა რევმატული, სახსრების, კანის, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 834
2002[6]   913 435 478
2014[1]   735 353 382

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ:

  • მიხეილ ჯიბუტი (დ. 1954) — ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N57, 2012 წლის 24 იანვარი
  3.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20821
  4.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20822
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II