ჩვიბიანი
სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში
ჩვიბიანი, ჩუბიანი (სვანურად ქვემო სოფელი) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).
სოფელი | |
---|---|
ჩვიბიანი | |
| |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | უშგული |
კოორდინატები | 42°54′57″ ჩ. გ. 43°00′47″ ა. გ. / 42.91583° ჩ. გ. 43.01306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2080 მ |
მოსახლეობა | 27[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჩვიბიანი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე, ჩაჟაშიდან 0,5 კმ.
სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის შუა საუკუნეების ეკლესია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ყოველ 3 აგვისტოს იმართება სახალხო დღესსასწაული ლივსხვარი, რომელზეც ერთი წლის მონაცვლეობით ერთმანეთს აჯიბრებენ ვერძებსა და ხარებს, საბოლოოდ გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც აუცილებლად დაკლავენ.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 27 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 58 | 27 | 31 |
2014[1] | 27 | 15 | 12 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II