ჩირქი
ჩირქი — ანთებითი გამონაჟონის (ექსუდატი) ერთ-ერთი სახე; სქელი, მღვრიე, მოყვითალო-ნაცრისფერი (ზოგჯერ მწვანე) სითხე. შეიცავს დიდი რაოდენობით ლევკოციტებს, რომელთა დიდი ნაწილი იშლება (ჩირქოვანი სხეულები); ცილას, ქსოვილთა დაშლის პროდუქტებს, ფერმენტებს, რომლებიც სპობენ მიკრობებს და ალღობენ უცხო სხეულებისა და დაღუპული ქსოვილების ნაწილებს. ჩირქიდან სისხლში შეიწოვება ტოქსიკური პროდუქტები, ამიტომ ჩირქის დაგროვების შემთხვევაში აუცილებელია მისი მოშორება.

ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 138.