ცენტრალური ლუსონი
ცენტრალური ლუსონი (ასევე ცნობილი როგორც I რეგიონი; პანგ: Pegley na Luzon; ტაგ: Gitnang Luzon; ილოკ: Tengnga a Luzon) — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში. ძირითადად მოიცავს კუნძულ ლუსონის ცენტრალურ ვაკეებზე მდებარე პროვინციებს: აურორა, ბატაანი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, პამპანგა, ტარლაკი, სამბალესი.[2] რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის უმსხვილესი მწარმოებელია, რის გამოც ხშირად „ფილიპინების ბრინჯის ბეღელს“ უწოდებენ.[3]
ცენტრალური ლუსონი | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | სან-ფერნანდო | |
შიდა დაყოფა | აურორა (პროვინცია), ბატაანი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, პამპანგა, ტარლაკი (პროვინცია), სამბალესი, ანხელესი და ოლონგაპო | |
კოორდინატები | 15°28′00″ ჩ. გ. 120°45′00″ ა. გ. / 15.46667° ჩ. გ. 120.75000° ა. გ. | |
ფართობი | 22014.63 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 12 422 172 (1 მაისი, 2020)[1] | |
| ||
ეტიმოლოგია
რედაქტირებარეგიონის სახელწოდება დაკავშირებულია კუნძულ ლუსონზე მის მდებარეობასთან. ტერმინი ამერიკელმა კოლონიზატორებმა ფილიპინების პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ შემოიღეს. არსებობს დღევანდელი რეგიონის სახელის გადარქმევის ვერსიებიც. ერთ-ერთი ვერსიით, რეგიონს ლუსონესის რეგიონი შეიძლება ეწოდოს, რაც კუნძულ ლუსონის ძველ სახელწოდებასთანაა (Luções) დაკავშირებული. ლუსონესს თავდაპირველად მთელ ლუსონს უწოდებდნენ, შემდეგ კი კუნძულის ცენტრალურ ნაწილს, ჩრდილოეთით პანგასინანიდან სამხრეთით პამპანგისკენ.[4][5]
მიმოხილვა
რედაქტირებაცენტრალური ლუსონის რეგიონი მდებარეობს მანილიდან ჩრდილოეთით. რეგიონს ჩრდილოეთიდან ილოკოსის რეგიონი და კაგაიანის ხეობა ესაზღვრება, სამხრეთით — ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, კალაბარსონი და მანილის ყურის წყლები, დასავლეთით — სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აღმოსავლეთით — ფილიპინის ზღვა.[6] ისტორიულად, კულტურულად და გეოგრაფიულად პანგასინანი რეგიონის ნაწილი იყო, თუმცა 1973 წლის 22 ივნისს, ფერდინანდ მარკოსის გადაწყვეტილებით ილოკოსის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[7]
რეგიონის შემადგენლობაში თოთხმეტი ქალაქი შედის: ბალანგა ბატაანში; მალოლოსი, მეიკაუაიანი და სან-ხოსე-დელ-მონტე ბულაკანში; კაბანატუანი, გაპანი, მუნიოსი და სან-ხოსე ნუევა-ესიხაში; ანხელესი, მაბალაკატი და სან-ფერნანდო პამპანგაში; ტარლაკი ტარლაკში და ოლონგაპო სამბალესში.
რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ჭარბი ბრინჯი ფილიპინების სხვა რეგიონებში გააქვთ.[8]
ცენტრალური ლუსონის რეგიონული ცენტრის ფუნქციას პამპანგის პროვინციული დედაქალაქის სან-ფერნანდო ასრულებს. 2002 წლის მაისში N103 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად აურორის პროვინცია სამხრეთ ტაგალოგის რეგიონიდან ცენტრალური ლუსონის რეგიონის შემადგენლობაში გადავიდა.[9]
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაცენტრალური ლუსონი მოიცავს 7 პროვინციას, 2 მაღალურბანიზებულ ქალაქს, 12 შემადგენელ ქალაქს, 116 მუნიციპალიტეტსა და 3 102 ბარანგაის.[10]
პროვინცია ან მუქ | დედაქალაქი | მოსახლეობა | ფართობი[11] | ქალაქები | მუნი. | ბარ. | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კმ2 | sq ml | /კმ2 | /sq ml | ||||||
აურორა | ბალერი | 1,9% | 214336 | 3,147.32 | 3.38775×1010 | 0 | 8 | 151 | |
ბატაანი | ბალანგა | 6,8% | 760650 | 1,372.98 | 1.47786×1010 | 1 | 11 | 237 | |
ბულაკანი | მალოლოსი | 29,3% | 3292071 | 2,796.10 | 3.00970×1010 | 3 | 21 | 569 | |
ნუევა-ესიხა | პალაიანი | 19,2% | 2151461 | 5,751.33 | 6.19068×1010 | 5 | 27 | 849 | |
პამპანგა | სა-ფერნანდო | 19,6% | 2198110 | 2,002.20 | 2.15515×1010 | 2 | 19 | 505 | |
ტარლაკი | ტარლაკი | 12,2% | 1366027 | 3,053.60 | 3.28687×1010 | 1 | 17 | 511 | |
სამბალესი | იბა | 5,3% | 590848 | 3,645.83 | 3.92434×1010 | 0 | 13 | 230 | |
ანხელესი | † | — | 3,7% | 411634 | 60.27 | 648,700,000 | — | — | 33 |
ოლონგაპო | † | — | 2,1% | 233040 | 185.00 | 1.9913×109 | — | — | 17 |
ჯამი | 11,218,177 | 22,014.63 | 2.3696350517701×1011 | 14 | 116 | 3,102 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Central Luzon, Region III, Philippines. flagspot.net.
- ↑ Edenhofer, Ottmar; Wallacher, Johannes; Lotze-Campen, Hermann; Reder, Michael; Knopf, Brigitte; Müller, Johannes (June 25, 2012) Climate Change, Justice and Sustainability: Linking Climate and Development Policy (en). Springer Science & Business Media, გვ. 206. ISBN 9789400745407.
- ↑ http://opinion.inquirer.net/95645/change-name-will-good-philippines
- ↑ http://news.abs-cbn.com/news/06/13/17/should-the-philippines-be-renamed-historian-weighs-in
- ↑ Region III, Central Luzon, Geographical Location. evis.net.ph.
- ↑ Presidential Decree № 224. ციტირების თარიღი: November 5, 2016.
- ↑ REGION III (Central Luzon). National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
- ↑ Executive Order No. 103; Dividing Region IV into Region IV-A and Region IV-B, Transferring the Province of Aurora to Region III and for Other Purposes (May 17, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2016. ციტატა: „SECTION 4. The Province of Aurora is hereby transferred to and shall form part of Region III.“ ციტირების თარიღი: March 29, 2016.
- ↑ List of Regions. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2008. ციტირების თარიღი: January 9, 2011.
- ↑ PSGC Interactive; List of Provinces. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2013. ციტირების თარიღი: March 29, 2016.