ციხიანხევი
ციხიანხევი — აშელის კულტურის არქეოლოგიური ნამოსახლარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის სამხრეთ-დასავლეთით 1,5-2 კმ-ზე. ციხიანხევის მარჯვენა ნაპირას.
ძეგლი 1966 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი). ნიაღვრებით ჩახრამულ-გადარეცხილ ფერდობზე აღმოჩნდა ანატკეცები, ორი სახოკი და ანკოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.