წინანდლის ნამოსახლარი
წინანდლის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ წინანდლიდან აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, წყაროებად წოდებულ ადგილში, სახნავ ფართობზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. XX საუკუნის 30-იან წლებში დაზიანებულა მიწის სამუშაოების გამო. შემორჩენილია ნამოსახლართა ნაშთები, ქვითკირის კედლებისა და ქვევრების ფრაგმენტები; ქვის ფილებით შედგენილი სამარხები, რომლებშიც დადასტურებულია ადამიანის ჩონჩხები. ინვენტარი კი აღარ შემირჩენილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 380.