ჭარ-ბელაქნის ოლქი
რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (1829—1840)
ჭარ-ბელაქნის ოლქი (რუს. Джаро-Белоканская область; 1 (13) მარტი, 1830 — 10 (22) აპრილი, 1840) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამიერკავკასიაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ბელაქანი.

ისტორია
რედაქტირება1829 წლის 2 აგვისტოს[1] ან 1830 წლის 1 (13) მარტს საფუძველი ჩაეყარა ზაქათალის სიმაგრეს და დაარსდა ჭარ-ბელაქნის ოლქი, რომლის მმართველად დაინიშნა გენერალ-მაიორი კნიაზ ბექოვიჩ-ჩერკასკი[2].
1830 წლის 24 ივნისის უმაღლესი დადგენილებით მიღებულ იქნა გრაფ პასკევიჩის მიერ მიღებული წესები[3].
1840 წლის 10 (22) აპრილს, ჭარ-ბელაქნის ოლქი ელისუს სასულთნოსთან ერთად გარდაიქმნა ბელაქნის მაზრად და გაერთიანდა ახლადშექმნილ საქართველო-იმერეთის გუბერნიაში[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- Кавказский календарь на 1862 год. ст.219
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Кавказский календарь на 1849 год., Тифлис, 1848, ст. 192
- ↑ Кавказский календарь на 1865 г., Тифлис, 1864
- ↑ დუმბაძე მ., „საარქივო საბუთები ჭარ-ბელაქნის შესახებ“ // საისტორიო მოამბე : ტომი 4, თბ., 1948, გვ. 512
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XV, указ 13368, ст. 237