ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ჭახათი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჭახათი, დიდვაკე, ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი, ხინოწმინდა). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 390 კაცი.[1] მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 250 მ, ქობულეთიდან 17 კმ. სოფელში მოდის მინერალური წყალი. სოფელში ცხემვანას უბანში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 43 000 ლ/დ.[2]
სოფელი | |
---|---|
ჭახათი | |
ცხემოვანის ხიდი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭახათი |
კოორდინატები | 41°48′07″ ჩ. გ. 41°56′06″ ა. გ. / 41.80194° ჩ. გ. 41.93500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 390[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაXVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3] 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიისთვის გადაცემის შემდეგ სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 165 ადამიანს.[4]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 576[5][6] |
2014 | 390[1] |
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებასოფელში, ჭახათის მთაზე დგას ელიას ციხე.
კინტრიშაჰესი
რედაქტირება2014 წელს სოფელში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის, კინტრიშაჰესის მშენებლობა. პროექტს შპს „Hydro Development Company“ ახორციელებს და მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს. ჰესი სამი ძირითადი კვანძისაგან შედგება: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი და საკუთრივ ჰესის შენობა. „კინტრიშაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მილიონი კვტ/სთ იქნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
- ლომჯარია ს, „სოფელო ჩემო“, გვ. 64 — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178.
- ↑ ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 60.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.