ჭერათხევი
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ჭერათხევი — მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1078 მეტრზე. სიგრძე 27 კმ. აუზის ფართობი 128 კმ². წყალდიდობა გაზაფხულზეა. წყალმცირობა წლის დანარჩენ პერიოდში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,23 მ³/წმ.[1] ზოგიერთი ავტორს (ჯ. გვასალია, ს. მაკალათია) და ისტორიულ წყაროს (ვახუშტი) ჭერათხევი მოხსენიებული აქვს, როგორც ალის ფრონე ან ალის წყალი.[2][3]
ჭერათხევი | |
---|---|
![]() ჭერათხევი სოფ. ზემო აძვისთან | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ხაშურის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
ლიხის ქედი 42°11′05″ ჩ. გ. 43°36′54″ ა. გ. / 42.184944° ჩ. გ. 43.615139° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1078 მ |
შესართავი |
სურამულა 42°01′55″ ჩ. გ. 43°44′06″ ა. გ. / 42.032083° ჩ. გ. 43.735250° ა. გ. |
სიგრძე | 27 კმ |
აუზის ფართობი | 128 კმ² |
მდინარის სისტემა | სურამულა → ფცა → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,23 მ³/წმ |
![]() ![]() |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 391.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.
- ↑ მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1963.