ჭვანისწყალი
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჭვანისწყალი (ნაღვარევისწყალი) — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 189 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2415 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,24 მ³/წმ.
ჭვანისწყალი | |
---|---|
![]() ჭვანისწყალი შესართავთან | |
სხვა სახელი | ნაღვარევისწყალი |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°47′41″ ჩ. გ. 42°18′47″ ა. გ. / 41.79472° ჩ. გ. 42.31306° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2415 მ |
შესართავი |
აჭარისწყალი 41°38′35″ ჩ. გ. 42°07′51″ ა. გ. / 41.64306° ჩ. გ. 42.13083° ა. გ. |
სიგრძე | 27 კმ |
აუზის ფართობი | 189 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 5,24 მ³/წმ |
![]() ![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.