ხორენ ოგანესიანი
ხორენ ოგანესიანი (სომხ. Խորեն Հովհաննիսյան, აგრეთვე ცნობილი როგორც ხორენ ჰოვანისიანი; დ. 10 იანვარი, 1995, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976). სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი. ითვლება ერევნის „არარატის“ და ზოგადად სომხური ფეხბურთის ლეგენდად. 2003 წლის ნოემბერში, უეფას იუბილეს აღნიშვნის დროს, იგი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაასახელა სომხეთის ოქროს მოთამაშედ.[1] სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2005 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში ოგანესიანი დაასახელეს მე-20 საუკუნის სომხეთის საუკეთესო მოთამაშედ.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974–1985 | არარატი | 285 | (93) |
1986–1988 | არაბკირი | 13 | (4) |
1989–1991 | ფახთაქორი | 46 | (9) |
1992–1993 | კილიკია | 33 | (22) |
1995–1996 | ფიუნიკი | 4 | (0) |
სულ | 391 | (128) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1984 | სსრ კავშირი | 34 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1991 | ტავრია სიმფეროპოლი | ||
1992–1993 | კილიკია ერევანი | ||
1993–1995 | ომენეტმენი | ||
1995–1998 | კილიკია ერევანი | ||
1996–1997 | სომხეთი | ||
2000–2006 | ფიუნიკი (პრეზიდენტი) | ||
2012 | ლოკომოტივი ტაშკენტი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებახორენ ოგანესიანი დაიბადა 1955 წლის 10 იანვარს, ერევანში, სომხეთში, სპორტსმენების ოჯახში. მისი მამა იყო ძალოსანი, შემდეგ კი სომხეთის სსრ-ის დამსახურებული მწვრთნელი. მისი დედა სპეციალობით ტანმოვარჯიშე იყო. ხორენის უფროსი ძმა ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო უმცროსი ძმა გახდა ძალოსანი და მოგვიანებით მიიღო სსრ კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირება1975 წელს ოგანესიანი შეუერთდა საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ფეხბურთის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალენტინ ნიკოლაევი. იგი იყო საბჭოთა კავშირის იმ ახალგაზრდული გუნდის მონაწილე, რომელმაც 1976 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.[2]
1979–1984 წლებში თამაშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა ბელგიელთა კარში (1–0). საერთო ჯამში, ნაკრებში გატარებული 5 წლის მანძილზე მან 34 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.[3]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოგანესიანის ცოლს ჰქვია ჯულიეტა.[4] ხორენს ჰყავს ქალიშვილი ედიტა ოგანესიანი და ვაჟი — ჟორა ჰოვანისიანი, რომელიც ასევე ფეხბურთელია. ჟორამ ითამაშა ერევნის „ფიუნიკში“ და „ფახთაქორში“ (ამავე კლუბებში მამასისიც თამაშობდა). ხორენ ოგანესიანი მართავდა ერევანისა და ლოკომოტივის ტაშკენტის კლუბებს, ხოლო ჟორა თამაშობდა მათთვის.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხორენ ოგანესიანი — WorldFootball.net
- Interview · Rusteam.permian.ru Profile · Sportinfo.am · Armfootball.tripod.com
- Hovhannisyan playing in Soviet Union vs. Brazil match, 1980 YouTube-ზე
- Hovhannisyan playing in Soviet Union vs. England match, 1984 YouTube-ზე
- Hovhannisyan playing in Soviet Union vs. Yugoslavia match, 1980 Olympics Bronze Medal Match YouTube-ზე