ჯურუყვეთი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ჯურუყვეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ., ჯუმათის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი.

სოფელი
ჯურუყვეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯურუყვეთი
კოორდინატები 42°04′27″ ჩ. გ. 41°55′46″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 41.92944° ა. გ. / 42.07417; 41.92944
ცენტრის სიმაღლე 30
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 711[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯურუყვეთი — საქართველო
ჯურუყვეთი
ჯურუყვეთი — გურიის მხარე
ჯურუყვეთი
ჯურუყვეთი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ჯურუყვეთი

სოფელ ჯურუყვეთის ზემოთ ქაიჯვარას ხეობაში აღმოჩენილია ქვედა პალეოლითის ხანის კაჟის ანატკეცი და ლამელა.[2] ასევე აღმოჩენილია ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, კვირისთავები და საფხეკები. მდინარე ლაშეფსუს მარცხენა ნაპირზე, ჭოლიპას ამომრშრალი ტბის ძირას აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის IV ათასწლეულის მეორე ნახევრის მტკვარ-არაქსის კულტურის იერსახის თიხის ნაწარმი.[3]ქაიჯვარას და ჭოლიპას არტეფაქტები ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

გურიის სამთავროს პერიოდში ჯურუყვეთი ჩიბათთან ერთად შეადგენდა ერთ სამოურავოს. მისი მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.[4] სოფელში იდგა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.[5] სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.[6] 1875 წელს სოფლის სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო.[7]1904 წლის 12 ივნისს სოფელი დაიტბორა წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი.[8] 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2500 ადამიანი იყო გაწევრებული.[9] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[10] 910
1911[11]   1317
2002   1011
2014   711

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. სადრაძე ვ. და სხვები, არქეოლოგიური დაზვერვები გურიაში 1991-94 წწ, გურია I, 1996 გვ. 23
  3. მურვანიძე ბ., ჭოლიპას ნამოსახლარზე მოპოვებული თიხის ნაწარმი, გურია I, თბილისი, 1996 გვ.75-77
  4. სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
  5. ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
  6. მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
  7. დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
  8. დ.ბ., წერილები // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1904, № 2532, გვ. 4.
  9. Кавказский календарь на 1914 год
  10. Кавказский календарь на 1910 год
  11. Кавказский календарь на 1912 год