ჰენრიხ მალიანი
ჰენრიხ მალიანი (სომხ. Հենրիկ Սուրենի Մալյան; დ. 30 სექტემბერი, 1925, თელავი — გ. 14 მარტი, 1988, ერევანი) — სომეხი საბჭოთა კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1982).
ჰენრიხ მალიანი | |
---|---|
მემორიალური დაფა მესროპ მაშტოცის №54 სახლზე | |
დაბადების თარიღი |
30 სექტემბერი, 1925 თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
14 მარტი, 1988 (62 წლის) ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
ჯილდოები |
![]() |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰენრიხ მალიანი დაიბადა თელავში, 1925 წლის 30 სექტემბერს.
1942-1945 წლებში მუშაობდა მხაზველად, კონსტრუქტორის მოწაფედ თბილისში, გ. დიმიტროვის სახელობის ქარხანაში.
1951 წელს დაამთავრა ერევნის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1953 წელს - ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის (ГИТИС) უმაღლესი სარეჟისორო კურსები. 1951-54 წლებში მუშაობდა რეჟისორად სომხეთის სსრ-ის სხვადასხვა თეატრებსა და ტელევიზიაში. 1954 წლიდან კინოსტუდია „არმენფილმის“ რეჟისორია. 1980 წელს კინოსტუდიასთან ჩამოაყალიბა კინომსახიობთა თეატრ-სტუდია (ამჟამად ჰ. მალიანის სახელობის ერევნის თეატრ-სტუდია) და იყო პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი. ასწავლიდა ერევნის თეატრალურ ინსტიტუტში (1982 წლიდან — პროფესორი).
ჰენრიხ მალიანი გარდაიცვალა 1988 წლის 14 მარტს ერევანში. დაკრძალულია თოხმახის სასაფლაოზე.
ოჯახი
რედაქტირება- დედა — ვართუშ ეპიტიანცი
- მამა — სურენ მალიანი, თბილისის ფილარმონიის დირექტორი
- და — ემა მალიანი
- ბიძა — დავიდ მალიანი (1904—1976), მსახიობი, რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1974)
- მეუღლე — ასმიკ მელქონიანი, კინოსტუდია „არმენფილმის“ მემონტაჟე
- შვილი — ნარინა მალიანი, ჰ. მალიანის სახელობის ერევნის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიის დირექტორი
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1967 : სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1971 : საპატიო ნიშნის ორდენი
- 1975 : სომხეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემია
- 1977 : სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი
- 1982 : სსრკ სახალხო არტისტი
ფილმოგრაფია
რედაქტირებარეჟისორი
რედაქტირება- 1960 : მუსიკალური რაზმის ბიჭები
- 1963 : გზა არენისკენ
- 1964 : ძალად დამსმენი (ნოველა კინოალმანახში „მუსიე ჟაკი და სხვები“)
- 1967 : სამკუთხედი
- 1969 : ჩვენ და ჩვენი მთები
- 1972 : აირიკი
- 1977 : ნაჰაპეტი
- 1980 : ცის ნაჭერი
- 1982 : ერთი წვეთი თაფლი (სატელევიზიო ფილმი)