2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა
2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა — 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარი მოვლენები, როდესაც ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, რომლებიც ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. 2 თებერვალს დაღუპულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ დღემდე მხოლოდ ფრაგმენტული ცნობებია.[1]
2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა | |||
---|---|---|---|
ნაწილი თემისა საქართველოს სამოქალაქო ომი | |||
![]() 2 თებერვლის მიტინგის კინოქრონიკის კადრი | |||
თარიღი | 1992 წლის 2 თებერვალი | ||
ადგილი | თბილისი, თამარ მეფის გამზირისა და ცირკის მიმდებარედ | ||
მონაწილე მხარეები | |||
| |||
მთავარი ფიგურები | |||
| |||
|
1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა, რუსთაველის გამზირზე, ორკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, საქართველო დატოვეს. დედაქალაქში გამსახურდიას მხარდამჭერების — „ზვიადისტების“ სპონტანური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რამდენიმე დიდი მიტინგი დროებითმა მთავრობამ — კიტოვანი-სიგუა-იოსელიანის სამეულმა — იანვარშივე დაარბია. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს ხელკეტებითა და წყლის ჭავლით შლიდნენ, 2 თებერვალს კი ცეცხლი გაუხსნეს.[1]
მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ გამსახურდიას მხარდამჭერები 3 იანვარს დაარბიეს. მაშინ გამსახურდია და მთავრობის წევრები ჯერ კიდევ ე.წ. ბუნკერში — პარლამენტის შენობის მიწისქვეშა სართულზე იმყოფებოდნენ.[1]
2 თებერვალს, ვაგზლის მოედანზე მრავალი ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები თამარ მეფის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიისკენ გაემართნენ. წინ ახალგაზრდები მიუძღოდნენ. მომიტინგეებს ცირკთან ავტობუსები, „ბეტეერები“ და ტანკები დახვდათ. იქვე ავტომატებით შეიარაღებული ხალხიც იდგა. [1]
თვითმხილველები ამბობენ, რომ როდესაც სროლა დაიწყო, თავიდან არავინ გაქცეულა, ეგონათ, რეზინის ტყვიებს ისროდნენ. მალე გასისხლიანებული აქციის მონაწილეები მოცელილებივით დაეცნენ — ტყვიები ნამდვილი იყო.[1]
2 თებერვლის მიტინგს და მსვლელობას ფირზეც იღებდნენ. ვიდეოზე ჩანს, როგორ მიდის თბილ ტანსაცმელში ჩაცმული ხალხი გმირთა მოედნისკენ. მათ წყლის ჭავლით წუწავენ. შემდეგ იწყება სროლა. ხალხი ჯერ დაბნეულია, მერე ზოგი ტირის, ზოგი ილანძღება. კადრში რამდენიმე დაჭრილიც ჩანს. საყოველთაო ალიაქოთში ყვირიან, რომ არის მსხვერპლიც.[1]