51-ე შტატი
ორმოცდამეთერთმეტე შტატი — ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ ტერიტორიების მიმართ, რომლებიც შტატის სტატუსის პრეტენდენტები არიან. 1959 წლამდე, როდესაც კავშირში ალასკა და ჰავაი შევიდა, გამოიყენებოდა ტერმინი «ორმოცდამეცხრე შტატი».


51-ე შტატებს ეძახიან სახელმწიფოებს, სადაც აშშ დიდი გავლენით სარგებლობს ან მისი ზეწოლის ქვეშაა. ამ შემთხვევაში ტერმინი ავსტრალიასთან, მექსიკასთან, ერაყთან, დიდ ბრიტანეთთან გამოიყენება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კანდიდატები არიან: კოლუმბიის ოლქი, ჩრდილოეთი ვირჯინია და პუერტო-რიკო. მეორე დონის კანდიდატები არიან: შტატი ლინკოლნი, ნიუ იორკ სიტი, აღმოსავლეთი ორეგონი, სუპერიორი, სამხრეთი იუტა.
კულტურაში
რედაქტირება- „ფორმულა 51“ ფილმის პირველი სათაური — „51–ე შტატი“. ფილმში აღწერილია ამერიკულ–ბრიტანული ურთიერთობები.
- ბრიტანელმა მწერალმა პიტერ პრესტონმა 1998 წელს გამოსცა რომანი „ორმოცდამეთერთმეტე შტატი“. სიუჟეტის თანახმად დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და აშშ–ს 51–ე შტატი ხდება.
- ჯგუფი „New Model Army“–ის სიმღერა „51st State“ მარგარეტ ტეტჩერის პროამერიკულ პოლიტიკას აკრიტიკებს.