Bésame Mucho — მექსიკელი პოეტისა და კომპოზიტორის კონსუელო ველასკესის სიმღერა კუბური ბოლეროს სტილში. სიმღერის სათაური ითარგმნება როგორც „მაკოცე ბევრი“.

სიმღერა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა, ის ასობით მუსიკოსს აქვს შესრულებული და ჩაწერილი, მათ შორის ინგლისურ როკ-ჯგუფ The Beatles-ს. იგი შეტანილია ალბომში Anthology 1, რომელიც გამოვიდა 1995 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wiki.x.io/w/index.php?title=Bésame_Mucho&oldid=3539063“-დან