Happy Now (სიმღერა)
Happy Now — ჯგუფ Take That-ის მესამე სინგლი 2010 წლის სტუდიური ალბომიდან Progress. იგი ჩაიწერა 2010 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფში დაბრუნდა ყოფილი წევრი რობი უილიამსი. ვოკალს ასრულებენ რობი უილიამსი და გერი ბარლოუ.
„Happy Now“ | ||||
---|---|---|---|---|
| ||||
სინგლი — Take That | ||||
ალბომიდან Progress | ||||
გამოსვლის თარიღი | 18 მარტი 2011 | |||
ჩაიწერა |
Sarm West Studios Electric Lady Studios (ნიუ იორკი) ები-როუდის სტუდია | |||
ჟანრი | პოპ-როკი, ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 3:58 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Polydor | |||
ავტორ(ებ)ი | Take That | |||
პროდიუსერი | სტიუარტ პრაისი | |||
Take That — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სინგლი გამოვიდა Comic Relief-ის მიერ მოწყობილი აქციის ფარგლებში, საქველმოქმედო მიზნებით. ამავე აქციას მიეძღვნა სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოც, სადაც ჯგუფის წევრები ასრულებენ ჟიურის წევრთა როლებს, ხოლო მათ სხვადასხვა კლიპის სიუჟეტს სცენაზე Comic Relief-ის მსახიობები განასახიერებენ.
ბრიტანეთში სინგლი გამოვიდა მხოლოდ ციფრული ჩამოტვირთვის სახით, მაგრამ ევროპაში იგი გამოიცა დამატებითი რემიქსების თანხლებით.[1]
სიმღერები
რედაქტირება- Happy Now (მთავარი ვერსია) - 3:56
- Happy Now (საკონცერტო ვერსია) - 3:45
- Happy Now (პოლ ოკენფოლდის რემიქსი) - 3:31
- Happy Now (ბენი ბენასის რემიქსი) - 3:52
- Happy Now (პოლ ოკენფოლდის რემიქსი) - 7:19
- Happy Now (ბენი ბენასის რემიქსი) - 7:00
- Happy Now (საკონცერტო ვერსია) - 3:45
- Happy Now (მუსიკალური ვიდეო) - 4:44
- Happy Now (კულისების სცენები) - 14:18
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.music-house.co.uk/hyperactive/release_information.html?release_id=5862
- ↑ http://ponchopercival3.blogspot.com/2011/04/take-that-happy-now-remixes-2011.html
- ↑ http://www.rednoseday.com/whats-on/news/best-bits-of-red-nose-day-show-now-available-to-download-on-itunes
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-31. ციტირების თარიღი: 2011-07-13.