Pearl Jam
Pearl Jam — ამერიკული როკ-ჯგუფი სიეტლიდან (ვაშინგტონი, აშშ). იგი ჩამოყალიბდა 1990 წელს. დასაბამიდან მისი წევრები იყვნენ: სტოუნ გოსარდი (გიტარა), ჯეფ ემენტი (ბასი), მაიკ მაკ-კრიდი (გიტარა) და ედი ვედერი (ვოკალი). წლების მანძილზე ჯგუფის შემადგენლობაში იცვლებოდა დრამერი. ამჟამად ჯგუფის მეხუთე წევრია და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს მეტ კემერონი (რომელიც ასევე ჯგუფთან Soundgarden თანამშრომლობს).
Pearl Jam | |
---|---|
![]() Pearl Jam ამსტერდამში, 2012 წელს | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Mookie Blaylock |
წარმოშობა | სიეტლი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, გრანჟი |
აქტიური | 1990–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Monkeywrench, Universal Music Group, J, Epic |
წევრები |
ედი ვედერი მაიკ მაკ-კრიდი სტოუნ გოსარი ჯეფ ემენტი მეტ კემერონი |
ყოფილი წევრები |
დეივ კრუზენი მეტ ჩემბერლენი დეივ ებრუზისი ჯეკ აირონსი |
საიტი | www.pearljam.com |
Pearl Jam ვიკისაწყობში |
ჯგუფის მუსიკა ძირითადად გრანჟის ელემენტებს შეიცავს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, მთელი ისტორიის მანძილზე Pearl Jam კრიტიკის საგნად ქცეულა — სხვადასხვა სკანდალის გამო, რომელთა შორის ერთ-ერთი ცნობილი იყო საკონცერტო ბილეთების გაყიდვის სერვის Ticketmaster-ის ბოიკოტირება.
დაარსებიდან დღემდე აშშ-ში გაყიდულია Pearl Jam-ის 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი.
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები
- Ten (1991)
- Vs. (1993)
- Vitalogy (1994)
- No Code (1996)
- Yield (1998)
- Binaural (2000)
- Riot Act (2002)
- Pearl Jam (2006)
- Backspacer (2009)
- Lightning Bolt (2013)
- Gigaton (2020)
- Dark Matter (2024)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ოფიციალური ავსტრალიური საიტი დაარქივებული 2013-05-22 საიტზე Wayback Machine.