ამბაკო შალიკაშვილი
ამბაკო შალიკაშვილი (დ. 1794, ვანი, გურიის სამთავრო) — ქართველი თავადი, 1841 წლის გურიის აჯანყების ხელმძღვანელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაამბაკო შალიკაშვილი დაიბადა სოფელ ვანში; იგი მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა სოფელ გონებისკარში. შალიკაშვილი იყო რუსეთის არმიის პრაპორშიკი. მონაწილეობდა მთიელი მიურიდების წინააღმდეგ ბრძოლაში და იყო გურიის მილიციის წევრი. 1841 წლის აჯანყების დროს მან დატოვა მილიცია, შეუერთდა აჯანყებულებს და გახდა მათი ლიდერი. შალიკაშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც აჯანყების გამო სასჯელი დაუნიშნეს. ის ციმბირში, კატორღაში გადაასახლეს. კატორღიდან ის გაათავისუფლეს გუბერნატორ მურავიოვის შუამდგომლობით.
შალიკაშვილის როლი აჯანყებაში გარდა ოფიციალური დოკუმენტებისა, ასევე დაფიქსირებულია ხალხურ ლექსებსა და ეგნატე ნინოშვილის რომანში „ჯანყი გურიაში“. ხმალი, რომლითაც ის აჯანყების დროს იბრძოდა, დაცულია ოზურგეთის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ი., „გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს“, ბათუმი, 1956.
- ხაჭაპურიძე, გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“, ტფილისი: სახელგამი, 1931.