ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ვანი — სოფელი საქართველოში (გურიის მხარე), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ვან-ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვან-ზომლეთი |
კოორდინატები | 42°02′46″ ჩ. გ. 42°08′28″ ა. გ. / 42.04611° ჩ. გ. 42.14111° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1904 |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 333[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვანი მდებარეობს საირაოს სერზე (გურიის ქედის შუა მონაკვეთი), მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 240 მეტრზე, ჩოხატაურიდან 14 კილომეტრში.
სოფლის სახელწოდება აღნიშნავს კარგ, ლამაზ ადგილს.[2]
ისტორია
რედაქტირებასოფელში იდგა გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია, სადაც ინახებოდა ლაზარე ხავთასის მიერ გადაწერილი XVI-XVII საუკუნეების კურთხევანი (ხელნაწერი H 3027). შედიოდა აკეთის სასოფლო საზოგადოებაში.[3] სოფელში მოქმედებს სკოლა, სადაც ასწავლიდა არსენ წითლიძე.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 333 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 494 | ||
1911[5] | 685 | ||
2002[6] | 449 | 219 | 230 |
2014[1] | 333 | 175 | 158 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებაუბან ნაციხვარაში შემორჩენილია ციხის ნაშთები.[7] სკოლასთან დგას 1926 წელს აშენებული რვაკუთხა სალოცავი.[8] სოფლის განაპირას, ტყეში არის საწირავას ნაეკლესიარი.[9]
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული ოდები.[10][11][12]
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა ამბაკო შალიკაშვილი, 1841 წლის გურიის აჯანყების ხელმძღვანელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 291.
- ვანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 109, ISBN 99940-51-12-1.
- ↑ სახოკია თ., „მოგზაურობანი“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1985. — გვ. 88.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 137.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20824
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20829
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20831
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20826
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20827
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20834