ვიკიპედია:თავფურცელი/სავარჯიშო2

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 179 495 სტატია.

რჩეული სტატია
ჰანგულზე დაწერილი გვერდი ჰუმნიმ ჯეონგ-ეუმიდან 나랏말ㅆ̖미-ს აქვს ტონური მახვილის ნიშანი
ჰანგულზე დაწერილი გვერდი ჰუმნიმ ჯეონგ-ეუმიდან 나랏말ㅆ̖미-ს აქვს ტონური მახვილის ნიშანი

ჰანგული (კორ. 한글), ალტ. ჩოსონგული (조선글) დამწერლობა არის კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში ჩინეთიდან შემოსული არაანბანური ჰანჯა შეცვალა. ანბანი ფონეტიკურია, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან შედგება.

ჰანგული მეცნიერთა ჯგუფმა 1443 წელს შექმნა ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის სეჯონგ დიდის დავალებით. მეფემ ახალი ანბანის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ჩინურისგან ძალიან განსხვავდებოდა და უბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა. ახალი ანბანის შესწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო. ჰანგული ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავდა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად. ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს და გამოქვეყნდა დოკუმენტში სახელად "ჰუნმინ ჯონგუმ", რაც ნიშნავს "ხალხისთვის ბგერების სწორად გამოყენებაზე". სწორედ ამ დოკუმენტის სათაურიდან წარმოიშვა ანბანის სახელიც. სამხრეთ კორეაში ანბანის გამოსვლის დღეთ 9 ოქტომბერი ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში - 15 იანვარი. ამ დღეს ჰანგულის დღეს აღნიშნავენ. (...სრულად)

იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი


მთავარი სიახლეები
სემ ნუიომა

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.

23 თებერვალი — ამ დღეს...
  • 1455 : გამოიცა გუტენბერგის ბიბლია (ასლი სურათზე) — პირველი წიგნი დასავლეთში დაბეჭდილი მოძრავი ტიპოგრაფიით.
  • 1820 : გაიხსნა კატოს ქუჩის შეთქმულება, რომლის წევრებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლორდი ლივერპულისა და მისი კაბინეტის წევრების მოკვლა ჰქონდათ განზრახული.
  • 1903 : კუბა-აშშ-ის შეთანხმებით აშშ-მა გუანტანამოს ყურის კუბისგან სამუდამო ქირავნობის უფლება მიიღო, მასზე საზღვაო ფლოტისა და ნახშირის სადგურების სამართავად.
  • 1917 : თებერვლის რევოლუცია: სანქტ-პეტერბურგში პირველი მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.
  • 1919 : ბენიტო მუსოლინიმ იტალიის ფაშისტური პარტია დააარსა.
  • 1944 : ოპერაცია ოსპი: საბჭოთა კავშირი იწყებს ჩეჩნებისა და ინგუშების იძულებით გადასახლებას ჩრდილოეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიაში.
  • 1987 : ზეახალი ვარსკვლავის SN 1987A აფეთქების დანახვა გახდა შესაძლებელი დედამიწიდან.
  • კვირის პროექტი
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky
    ვიკიპედიის დობილი პროექტები