რინგშტრასე
რინგშტრასე (გერმ. Ringstraße) — წრიული ქუჩა რომელიც ავსტრიის დედაქალაქის, ვენის ისტორიულ ცენტრს - შიდა ქალაქს უვლის გარს. ქუჩაზე არსებული ისტორიული არქიტექტურა მიეკუთვნება 1860-1890 წლებს.



ისტორია
რედაქტირებაქუჩა აშენებულია ქალაქის გალავნის ადგილას. გალავანი XIII საუკუნის განმავლობაში რიჩარდ I-ის გამოსასყიდად მიღებული ფულით აშენდა და 1529 წელს თურქების პირველი ალყის დროს განახლდა. გალავანი არსებობდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე.
1850 წელს ვორსტადტი (დღეისთვის II-IX უბნები) შევიდა ვენის შემადგენლობაში, რამაც გალავანი მოძრაობის დამაბრკოლებელ ბარიერად აქცია. 1857 წელს იმპერატორმა ფრანც იოსეფ I-მა გამოუშვა ცნობილი ბრძანეულება: ეს არის ჩემი სურვილი - (Es ist Mein Wille, Wikisource) რის მიხედვითაც დაანგრიეს ქალაქის კედლები და თავდაცვითი თხრილები. ახალ ქუჩს და იქ დაგეგმილ შენობებს უნდა წარმოეჩინათ ჰაბსბურგების იმპერიის სიდიადე. პრაქტიკული თვალსაზრისით ნაპოლეონ III-ის მიერ პარიზში აშენებულმა ბულვარებმა აჩვენა თუ განიერი ქუჩები რამდენად ართულებს რევოლუციური ბარიკადების მოწყობას.
შენობები
რედაქტირებარინგშტრასეზე მდებარეობს რამდენიმე ცნობილი შენობა:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Ring in Vienna
- Map - Vienna, showing the Ring დაარქივებული 2019-02-12 საიტზე Wayback Machine.