შიდა ქალაქი (ვენა)
შიდა ქალაქი (გერმ. Innere Stadt) — ვენის I მუნიციპალური უბანი (1. Bezirk). ის არის ქალაქის ისტორიული ცენტრი. 1850 წლამდე, სანამ ვენა გაფართოვდებოდა, მისი საზღვრები ემთხვეოდა დღევანდელი შიდა ქალაქის საზღვრებს. ტრადიციულად ის იყოფა ოთხ ნაწილად, რომლებიც ქალაქის ძირითად გასასვლელებს ემთხვეოდა. ესენია: Stubenviertel (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი), Kärntner Viertel (სამხრეთ-აღმოსავლეთი), Widmerviertel (სამხრეთ-დასავლეთი) და Schottenviertel (ჩრდილოეთ-დასავლეთი).



შიდა ქალაქს ყოფილი გალავნის ადგილას დღეს რინგშტრასე უვლის გარს. აქ დასაქმებულთა რიცხვი შეადგენს 100,745-ს, რაც ვენის სხვა უბნების მაჩვენებელზე მაღალია. ამის მიზეზი ტურიზმი და იქ განთავსებული ფირმების სათავო ოფისებია.
გეოგრაფია
რედაქტირებაშიდა ქალაქი ვენის ცენტრალური უბანია. მას ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდდან ესაზღვრება ლეოპოლდშტადტი, აღმოსავლეთიდან ლანდშტრასე, ვიდენი და მარიახილფი სამხრეთიდან, ნოიბაუ და იოზეფშტადტი დასავლეთიდან ხოლო ალზერგრუნდი ჩრდილოეთიდან.
საინტერესო ადგილები
რედაქტირებაწყაროები
რედაქტირება- [Parts of this article were translated from German Wikipedia.]
- "Wien - 1. Bezirk - Innere Stadt", Wien.gv.at, 2008, webpage (15 subpages): Wien.gv.at-innerestadt (in German).
- Grabovszki, Ernst: Innere Stadt, Wien, 1. Bezirk. Verlag Sutton, Erfurt 2002, ISBN 3-89702-467-5
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Innere Stadt